ფოთში ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფოთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე დაფუძნებული ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება განიხილეს. პლატფორმა, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით, UNICEF-ის მხარდაჭერით შეიქმნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს. სამუშაო შეხვედრა პროექტის „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების...

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ...

ფოთში, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

ფოთში, წყალარინების პროექტის ფარგლებში, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დუმბაძის ქუჩაზე, რომელიც სტადიონის და სასაფლაოს ტერიტორიამდე მისასვლელი გზაა, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. "პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით....

დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

პარკში მულტიფუნქციური ​ადაპტირებული სივრცე მოეწყო​

ფოთ​ის ცენტრალურ პარკში მულტიფუნქციური ​ადაპტირებული სივრცე მოეწყო​. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა​ხალ სივრცეში განთავსებულია ლედ მონიტორი,​ დეკორაციული კონსტრუქციები, SDG ინსტალაცია,​ დამონტაჟდა შ​ეზღუდული შ​ესაძლებლობის მ​ქონე პირთათვის​ ადაპტირებული ატრაქციონები​ და ჭადრაკის მაგიდები​, სივრცისთვის საჭირო სხვა ინვენტარი​. ინფორმაციისთვის: მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "მერები ეკონომიკური ზრდისთვის“​ (M4EG​) პროექტ...

მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ...

“ხელოვნების ძალა”

ფოთში, შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა "ხელოვნების ძალა“ მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა, 19-21 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში ხორციელდება და მასში ბავშვთა ცენტრში მყოფი მოზარდები მონაწილეობენ. შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ფოთის ბავშვთა ცენტრში მყოფი მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარება და წარმოჩენა. საგანმანათლებლო პროგრამა ,,ხელოვნების ძალა“ ქალაქ...

ფოთში “სივრცე ახალგაზრდებისთვის” გაიხსნა

ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების შენობაში, "სივრცე ახალგაზრდებისთვის" გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "სივრცე ახალგაზრდებისთვის" UNICEF მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობის შექმნა ახალგაზრდებისთვის, შემეცნებისა და განვითარების გზების აღმოჩენა,იდეების გაზიარება.

აბაშის მუნიციპალიტეტმა “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. აბაშის მუნიციპალიეტის მერიის ინფორმაციით, "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები აბაშის 12 სამიზნე სოფელში (გაღმა ზანათი, გამოღმა ზანათი, გაღმა კოდორი, გამოღმა კოდორი, გულეიკარი, ეწერი, კეთილარი, ნაესაკოვო, სუჯუნა, წალიკარი, გეზათი, გულუხეთი), სადაც სპეციალისტების დახმარებით, ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, Google რუკითა...

ფოთის მერმა ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე არზიანის ქუჩის მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ასევე მოისმინა ადგილობრივების როგორც ინდივიდუალური ისე საერთო საჭიროებების შესახებ.