სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ფოთში რეგისტრირებულ და მცხოვრებ საჭიროების მქონე I-VI კლასის მოსწავლეებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის წარმოსადგენ დოკუმენტებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაციისათვის იხილეთ მითითებული ბმული: https://tinyurl.com/9yss6u62 წელს,...

ფოთში, აკაკი წერეთლისა და წმინდა გიორგის ქუჩებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესი იცვლება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის რკალიდან აკაკი წერეთლის ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ცალმხრივად გადაადგილება გურიის ქუჩის მიმართულებით. "გურიის ქუჩიდან წმინდა გიორგის ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ცალმხრივად გადაადგილება შოთა რუსთაველის რკალის მიმართულებით. ასევე, 28 აგვისტოდან ამოქმედდება სექციური სიჩქარის ვიდეო კონტროლის კამერები."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

ქალაქ ფოთში, წელს უკვე მეორედ, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თამაშში მონაწილეობდა 16 გუნდი, რომელთა შორის გამარჯვებული - გუნდი "დრაქსი" გახდა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეინთბოლის ეროვნულ ჩემპიონატში. ჩემპიონატი, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

დევნილი ბავშვებისთვის, ცურვის შემსწავლელი უფასო კურსები მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში რეგისტრირებული 5-დან 16 წლამდე ასაკის 60 დევნილი ბავშვი უფასოდ ჩაერთო ცურვის შემსწავლელ ერთთვიან კურსში ფოთის საცურაო კომპლექსში. უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ხორციელდება. ცურვის შემსწავლელ გაკვეთილებს მხარს უჭერს აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო. 🤝ფოთელი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების სტილის წასახალისებლად ქალაქ ფოთის...

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს. "დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში. საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან...

საარბიტრაჟო დავის არსებითად განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოპასუხეს საჯაროდ მოწვევის შესახებ

საქმე #01-10/178დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ასაარბიტრაჟო საქმეზე 01-10/178, საარბიტრაჟო დავის არსებითად განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოპასუხეს საჯაროდ მოწვევის შესახებქ. ბათუმი, 31 ივლისი, 2023 წელიშპს "აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს არბიტრი: როსტომ გუნთაიშვილი საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბერმელი”, ს/კ 245431108;წარმომადგენელი: ლანა ფარტენაძე...

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი 11 აგვისტოდან - 25 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. პროგრამის მიზანია: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამას ქალაქ ფოთის...

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია....

ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.“მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად,...

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. საომარ მოქმედებებს, ფოთში, 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 80-მდე კი დაშავდა. ოთარ კიკალეიშვილი, ლევან ტურავა, გოჩა კაცაძე, ზვიად ბარბაქაძე, შალვა გაბუნია, ზვიად ჩიჩუა, ზვიად დათუაშვილი, თემურ ფიჩხაია, ზურაბ ნანავა, გიორგი ღვინჯილია, გელა ჯიქია და თეიმურაზ ჭიტაძე. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს