საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის...

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო

ფოთში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ ქალებს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს....

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.​ ​ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913 ”-​ ​ის განვითარებისა და ქალაქში ​საფეხბურთო მიმართულებების ხელშეწყობის მი​ზნით​.​ სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი სახურავი, გათბობის სისტემა, სველი წერტილები, სამედიცინო პუნქტი. რეაბილიტირდა ოთახები და გარე ფასადი, შეიცვალა კარ-ფანჯრები,​ შენობაში დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა....

ფოთელმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შოტოკან კარატე დო-ში, ფოთელმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი -ბაჩუკი სულამანიძე) 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კატა: I ადგილი - ნინო ლიპარტია (10 წ.) III ადგილი - მიხეილ კუკავა (12-13 წ.) III ადგილი - ლიზი კუპრავა (14-15 წ.) კუმიტე: II ადგილი - ნინო...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალ საკურორტო სეზონს მომზადებული ხვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორაციით, აქედან, 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Bეაცჰ თეცჰ), 1...

სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები რეგიონებისთვის გამოიყო

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფოთში

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდა. უწყების ცნობით, მოეწყო საზეიმო მსვლელობა, დრამერების შოუ, გამოფენები , სპორტული საჩვენებელი სანახაობები. ჩატარდა მასტერკლასი ფოთელი წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით. გაცოცხლდა ეპიზოდები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან - ,,იაკობ გოგებაშვილის კვალდაკვალ...“

ფოთი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფოთში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 15:00 საათზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა, დრამერების შოუ. აღმაშენებლის ქუჩა (მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრიდან). ფოთის ცენტრალური პარკი 15:30 საათი -ბავშვთა გასართობი შოუ პროგრამა, ანიმატორები და ზღაპრის გმირები; 15:00-17:30-სპორტული საჩვენებელი სანახაობა, ფოთელი წარმატებული სპორტსმენების...

1 ივნისს, ფოთის საცურაო აუზი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, ბავშვებს უფასოდ მოემსახურება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის საცურაო აუზი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, ბავშვებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციისთვის: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.

ფოთსა და კონსტანცას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ქალაქ ფოთსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. განზრახვის წერილს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და კონსტანცას მერმა, ვერგილ ჩიტაკმა მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას ტურიზმის, ეკოლოგიის, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და ტრანსპორტის, ასევე, ეკონომიკური და ადგილობრივი საჯარო მმართველობის სფეროებში. ფოთის მერთან გამართულ შეხვედრას...