400 ბავშვს პირველადი საჭიროების კალათები გადაეცა საჩუქრად

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში​, 400 ბავშვს პირველადი საჭიროების კალათები გადაეცა საჩუქრად. ​უწყების ცნობით, სასაჩუქრე კალათები ქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს, ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრის და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცა.​ ​კ​ალათი​ მოიცავს ბავშვებისთვის საჭირო საბაზისო ჰიგიენურ ნივთებს და საკანცელარიო ინვენტარს. საქველმოქმედო კამპანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი...

ფოთ​ში, საზაფხულო ბაღი ამოქმედდა

სკოლამდელი-სააღმზრდელო გაერთიანების აღსაზრდელებს ზაფხულის პერიოდში #16 საბავშვო ბაღ​ი უმასპინძლებს.​ ​აღსაზრდელთა მიღება რეგისტრაციის საფუძველზე განხორციელდა. საზაფხულო ბაღში ბავშვ​ების ჩარიცხვის სურვილი, 200-მდე აღსაზრდელის მშობელმა გამოთქვა. ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუა​, სკოლამდელი-სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, ბაღში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო. ​საზაფხულო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ფოთის...

გარდაიცვალა ომარ მხეიძე

გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, ფოთის საპატიო მოქალაქე ომარ მხეიძე. ომარ მხეიძემ მთელი ცხოვრება ქართულ ფოლკლორს, ქართულ კულტურას მიუძღვნა და მომავალ თაობებს ეროვნული საგანძური დაუტოვა.

ფოთს, ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადაეცა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთს, ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადმოეცა, რაც მყარი ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია. "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით განახლებული ავტოპარკით, ფოთში დასუფთავების სამუშაოები უფრო ეფექტურად სრულდება. ასევე, მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო სწრაფი რეაგირება გახდა შესაძლებელი. მადლობა თითოეულ ადამიანს, რომლებიც ქალაქის...

ფოთში, ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“შავი ზღვა 2023” ჩატარდა

ფოთის სამხატვრო სასწავლებელში, ფოტოხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "შავი ზღვა 2023" ჩატარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ფესტივალში ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანები მონაწილეობდნენ, რომლებმაც შვიდი დღის მანძილზე ქალაქის სხვადასხვა ღირშესანიშნაობა ფოტოზე ასახეს. ფესტივალის მიზანია, ქალაქ ფოთში ფოტოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა. საერთაშორისო ფესტივალი ,,შავი ზღვა 2023" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.

ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის სამი ფენა, მოეწყო ტროტუარები, მიერთებები, სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა.

ფოთში “ნანა ალექსანდრიას თასი – 2023” გაიხსნა

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი - 2023" გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდება. ფესტივალის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის...

ფოთში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქ. ფოთსა და ქ. სენაკში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟმში მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე მძიმე და სპეცტექნიკა. უწყების ცნობით, უკვე ჩატარებული სამუშაობის შედეგად, ქალაქ ფოთის...