4 საცხოვრებელ სახლში ძველი და ამორტიზებული ლიფტები - სრულიად ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა, ხოლო 2 მისამართზე ლიფტებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. "ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტას."-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...
ფოთის პორტში ტალღმჭრელი მოლოს რეაბილიტაცია დასრულდა
"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 150 წლის 1850 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლოს რეკონსტრუქცია წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ტალღმჭრელი მოლო არის ბარიერი, რომელიც პორტს იცავს ტალღების, დინების ზემოქმედებისგან და ქმნის უსაფრთხო და მშვიდ გარემოს ნავსაყუდელში. ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დაიწყო და 2 წელი გაგრძელდა. „ობიექტი...
ფოთმა, დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა
24-25 ივნისს, ფოთმა, საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს და მეზობელი ქვეყნების 20 -ზე მეტმა პროფესიონალმა მრბოლელმა. პირველი ადგილი ნოდო კოდუამ მოიპოვა, რომელიც ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.
ფოთში “მუსიკალური საღამო” გაიმართა
ფოთში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით "მუსიკალური საღამო” გაიმართა. ცენტრალურ პარკში მოეწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები, პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. ღონისძიება ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდა. ფოთში გამართულ "მუსიკალურ საღამოს” სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, ფოთის მერთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პარლამენტის წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ
საქმე # 01-10/178დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ასაარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ.ქ. ბათუმი 05 ივნისი, 2023 წელიშპს "აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს არბიტრი: როსტომ გუნთაიშვილისაარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი”, ს/კ 245431108; წარმომადგენელი: ლანა ფარტენაძე (პ/ნ 61006076996),...
გამოცდები 2023 – ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი...
ფოთში, 49 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ახალი სახურავი აქვს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 49 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სრულიად ახალი სახურავი აქვს. სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა 52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავისთვის. ჯამში, გადახურვის სამუშაოებისთვის 3 901 042 ლარი დაიხარჯა.
ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო
22 ივნისს, 12:00 საათზე, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მოქალაქეებისათვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის N 12, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზი. შეგახსენებთ, რომ საკონკურსო განაცხადების მიღება 6 ივნისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია პროგრამის პირობებისა და...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს
ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა. რის შედეგადაც, 20 ივნისის 14:00 საათიდან, 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს. 24 საათიან რეჟიმში...