საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია “კუჩხიბედინერის“ – ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა
ენერგო ეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის სსიპ კოლეჯ „ფაზისში“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯში არსებული მზის პანელები და მზის სადგური, გაეცნენ აღნიშნული დანადგარების მუშაობის სპეციფიკას და მოისმინეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგია. "მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან...
„ეიპიემ ტერმინალს ფოთში” ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort გამოცხადდა
"ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 3 ივლისი იქნება. „APM Terminals Poti (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) არის A.P. Moller - Maersk-ის გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა...
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 23 ბაღის მშენებლობა და 23-ის სრული რეაბილიტაცია დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მათივე ცნობით, რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დაიწყო და მიმდინარეობს – 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა „რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დასრულდა – 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და...
ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს
ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება ქალაქის ქუჩები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, კერძო სახლების ეზოები, პარკის ტერიტორია, წყალსატევები. მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები, უსაფრთხოების წესების დაცვით, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების ჩართულობით ხორციელდება. ქიმიური დეზინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის...
ფოთში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 885 000 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის....
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის...
ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო
ფოთში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ ქალებს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს....
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913 ”- ის განვითარებისა და ქალაქში საფეხბურთო მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი სახურავი, გათბობის სისტემა, სველი წერტილები, სამედიცინო პუნქტი. რეაბილიტირდა ოთახები და გარე ფასადი, შეიცვალა კარ-ფანჯრები, შენობაში დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა....
ფოთელმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შოტოკან კარატე დო-ში, ფოთელმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი -ბაჩუკი სულამანიძე) 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კატა: I ადგილი - ნინო ლიპარტია (10 წ.) III ადგილი - მიხეილ კუკავა (12-13 წ.) III ადგილი - ლიზი კუპრავა (14-15 წ.) კუმიტე: II ადგილი - ნინო...