26 მაისი ფოთში

ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღინიშნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აღიმართა სახელმწიფო დროშა. ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობა გაიმართა. მთელი დღის მანძილზე, ადგილობრივი მუსიკალური სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით მიმდინარეობდა საზეიმო კონცერტი; თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენა; მოწყობილი იყო...

ცესკომ 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარუდგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა და მონაწილეებს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა როგორებიცაა: საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების, წინასწარი შედეგების გამოცხადების,...

ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი“ამოიღეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე - 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. ღონისძიების ადგილი: ცენტრალური მოედანი, პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი. 14:00-19:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, თამაშები, მასტერკლასები; 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის...

23 მაისს “აფხაზეთობა” აღინშნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები...

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 10:00-დან 20:00 საათამდე, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმსა და ნიკო ნიკოლაძის კოშკშ​ი​ ღია კარის დღ​ეა. ​მსურველებს, უფასოდ შეუძლიათ დაათვალიერ​ონ სამუზეუმო სივრცეები. ​​ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმისა და ნიკო ნიკოლაძის კოშკის თითოეულ თანამშრომელს, ულოცავს მუზეუმის დღეს და მადლობას უხდის სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ფოთის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება 31 მაისამდე მიმდინარეობს. თუ გაქვთ ინიციატივა/წინადადება ახალ მუნიციპალურ პროგრამებთან და ქვეპროგრამებთან დაკავშირებით - შეავსეთ აპლიკაცია 31 მაისის ჩათვლით. აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: (0493) 22 12 95 ან მოგვწერეთ- info.poti@poti.gov.ge. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ ინფორმაციას ფოთის...

პარლამენტმა ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამისილება ცნო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო. ინფორმაციისთვის: გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

“ფოთის სითითონი 2023” ჩატარდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 13-14 მაისს, პირველად საქართველოში, ,,ფოთის სითითონი 2023" ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა, იდეების შემუშავებაზე შერჩეულ მენტორებთან ერთად იმუშავეს, გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის - ქალაქ ფოთის, მისი მაცხოვრებლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნისთვის. ფოთის სითითონის ფარგლებში, 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. თითოეულს 5000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა...