ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული. მისი თქმით, საჩივარში წერია, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი ვერ მოათავსა ხმის დამთვლელ აპარატში და მას ერთ-ერთი დამკვირვებელი დაეხმარა. როგორც როდონაიამ აღნიშნა, ფოთში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „ამ დროისთვის ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია ერთი საჩივარი და...
გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის ფოთში, # მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ხმა სტაბილურობას, მშვიდობას , განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.
გიორგი შარაბიძე: საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. "მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფოთის #6 უბანზე, შესაბამისად, აქ მიმდინარეობს კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვაკვირდებით პროცესს და ვხედავთ რომ, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მონაწილეობს არჩევნებში შეფერხებების გარეშე. ასევე შემიძლია ვთქვა...
ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა. მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა. „ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა...
ცესკო – გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების...
ფოთში არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ...
ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა
ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა. მუნიციპალური ინსპექცია 2022 წელს ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა. სამსახური, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის, კომპეტენციის ფარგლებში სანიტარული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს . ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გააგრძელებს აქტიურ ზრუნვას ქალაქში იერსახის, წესრიგისა და სისუფთავის დასაცავად....
ცენტრალურ პარკში სკვერის ბიბლიოთეკა “წიგნის ბუდე” მოეწყო
ფოთის ცენტრალურ პარკში სკვერის ბიბლიოთეკა "წიგნის ბუდე“ მოეწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, სკვერის ბიბლიოთეკიდან, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, აიღოს წიგნი და მისთვის ხელსაყრელ გარემოში წაიკითხოს, წაიღოს შინ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს ახალი ლიტერატურით. ცენტრალურ პარკში მოწყობილი "წიგნის ბუდე", რომელიც სიმბოლურად ნიკო ნიკოლაძის კოშკის მაკეტის ფორმისაა, უკვე აღიჭურვა წიგნებით. სკვერის ბიბლიოთეკის პრეზენტაციას, ფოთის...
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს
300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...
ფოთში კვირაცხოვლობის დღესასწაული და ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების იუბილე აღნიშნეს
ფოთში კვირაცხოვლობის დღესასწაული და ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების (ენკენიობის) 10 წლის იუბილე აღინიშნა. საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. აღსანიშნავია,რომ ტაძრის სამრევლო დარბაზს ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა, სადაც ტაძრის ისტორიის ამსახველი ფოტო-მასალის გამოფენა მოეწყო. ტაძრის ეზოში...