ფოთის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცა

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II)” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცათ 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ურნები, ხოლო 74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმიდნარე წლის აგვისტოში დასრულდება. ამჟამად სამეგრელო-ზემო...

“ბომონდის” დიალიზის ცენტრს ირაკლი ხახუბიას სახელი მიენიჭა

ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდის" დიალიზის ცენტრს ირაკლი ხახუბიას სახელი მიენიჭა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წლიდან ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს - "ბომონდის" ბაზაზე, მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას უშუალო ინიციატივითა და მხარდაჭერით ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, სადაც ქალაქისა და რეგიონის 35 ბენეფიციარი სარგებლობს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით. ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მადლობა გადაუხადა...

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...

ნიკოლაძის სანაპიროზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის მერიის ინფორმაციით, ნიკოლაძის სანაპიროზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 1 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო: გარე განათების სისტემა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები, ტროტუარი (მოსახლეობის მხარეს), ველო ბილიკი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მოინიშნა გზა. პროექტის მეორე...

ფოთის სითითონზე რეგისტრაცია გრძელდება

13-14 მაისს, საქართველოში პირველად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე "ფოთი - ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“. ფოთის მერიის ინფორმაციით, სითითონის მიზანი ფოთის "ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი პოტენციალის წარმოჩენა და...

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე...

16 და 17 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

ქალაქ ფოთის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს, ქალაქის მასშტაბით, უსასყიდლოდ მოემსახურება.

ფოთში, 908 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთში, 908 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. ფოთის მერიის ინფორმაციით, სასაჩუქრე კალათები დაურიგდა უფასო სასადილოთი მოსარგებლე 360 ბენეფიციარს. უწყების ცნობით, სადღესასწაულო კალათა სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს, რომელიც ჯამში, 1300-მდე ოჯახმა მიიღო . სასურსათო კალათები დაურიგდა სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს,...

ფოთის მერიამ ახალი კამპანია – მომავალი #ჯანსაღითაობისთვის დაიწყო

ფოთის მერიამ ახალი კამპანია - მომავალი #ჯანსაღითაობისთვის დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ქალაქის ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეს საშუალება აქვს, ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად. მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა უკვე უმასპინძლა სამი საჯარო სკოლის 600-მდე მოსწავლეს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული აქტივობები განახორციელეს.