სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...
სენაკისა და ფოთის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი – „მეფე ლირი თავშესაფარში“ – წარმოადგინეს
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სენაკის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის „მეფე ლირი თავშესაფარში“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლში მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული...
ფოთის უპოვართა სასადილოს 360 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, უპოვართა სასადილოს 360 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ფოთის საბავშვო ბაღების 1492 აღსაზრდელი საახალწლო საჩუქრებს მიიღებს
ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებს, საახალწლოდ საჩუქრები გადაეცემათ. უწყების ცნობით, სადღესასწაულო ტკბილეულს საბავშვო ბაღების 1492 პატარა მიიღებს. საჩუქრების დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.
ფოთში 1340 ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს საჩუქრად
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 1340 ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს საჩუქრად. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო კალათები სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცემათ.
ფოთში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს
ფოთში, სადღესაწაულო დღეები 23 დეკემბერს ანსამბლ "ალილოს" და ჯგუფ "გუფი ლენდის" - საკონცერტო პროგრამით გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღე იმართება. მოსულ მაყურებელს შეუძლია დაესწროს კონცერტებს, საბავშვო და გასართობ ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს გამოფენა-გაყიდვებში.
ფოთის მერმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ 2022 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მერმა ისაუბრა როგორც მიღწეულ შედეგებზე ასევე გამოწვევებზე. ფოთში მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა;დამატებით მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლებისა და დონორების მიერ დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტმა შეადგინა...
ფოთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 მილიონ 540,3 ათასი ლარით განსაზღვრული ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრთა უმრავლესობის ხმით დამტკიცდა. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით 5 მილიონ 956,9 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 4 მილიონ 225,0 ათასი ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იზრდება სოციალური პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება....
3-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის "ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის სტატუსი მიენიჭა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული, ნომინაციაში "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გახდა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის...