ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა, რომლის ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი - ,,CALLIOPE". აღნიშნული...
ფოთის მუნიციპალიტეტში 653 პირველკლასელი ჩაირიცხა
დღეს, 15 სექტემბერს, ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის კარები პირველად, ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელს 653-მა პირველკლასელმა შეაღო.
მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს...
ფოთში პროექტი “საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განხორციელდა
ფოთის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად ახალი პროექტი "საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განახორციელა. პროექტში ქალაქის საჯარო სკოლების 30 მოსწავლე (11- დან 17 -წლამდე) ჩაერთო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ლექციებს კინოს ისტორიაზე, კინო-საოპერატორო ხელოვნებაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, მოკლემეტრაჟიანი (5-10 წუთიანი), სამოყვარულო ფილმის გადაღებაზე.უწყების ც უწყების ცნობით, საყმაწვილო...
ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ბარათაშვილის ქუჩაზე შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაოებს კომპანია „პრაიმ ბეტონი“ ასრულებს...
ფოთში, 17 სექტემბერს, “გასტრო ცენტრის” ფილიალი იხსნება
კლინიკა "გასტრო ცენტრის" ფოთის ფილიალი იხსნება 17 სექტემბერს, რომელიც იმუშავებს მხოლოდ შაბათობით დილის 9:00 დან 19:00 საათამდე. სრულ ენდოკოპიურ კვლევებს და კონსულტაციებს ჩაატარებს ექიმი ზოგადი ქირურგი - ენდოსკოპისტი მურად ღვინჯილია. მიმდინარეობს პაციენტების წინასწარი ჩაწერა 511 12 12 05 კლინიკა "გასტრო ცენტრის" ფოთის ფილიალში შესაძლებელია ჩაიტაროთ ენდოსკოპიური კვლევები ვენური ძილის პირობებში....
განათლების სამინისტრო სკოლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. “საქართველოს...
ფოთის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთის სკოლებში, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში N-4 საჯარო სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია, სპორტდარბაზის, სველი წერტილების და გასახდელების, პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო N-12 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების და სპორტდარბაზის კეთილმოწყობა. მიმდინარე სარემონტო სამუშაობი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში...
ფოთში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა
ფოთში, მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ექსტრემალურ-სპორტული თამაშის, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 90 ფოთელი ახალგაზრდა ჩაერთო. გამარჯვება მოიპოვა გუნდმა ,,რეინჯერი'', რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. იმიტირებული საბრძოლო და ტაქტიკური მოქმედებები სახალისო და საინტერესო გამოდგა ღონისძიებაში ჩართული მონაწილეებისათვის. სპორტული თამაში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით...
ფოთს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...