ფოთში, მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ექსტრემალურ-სპორტული თამაშის, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 90 ფოთელი ახალგაზრდა ჩაერთო. გამარჯვება მოიპოვა გუნდმა ,,რეინჯერი'', რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. იმიტირებული საბრძოლო და ტაქტიკური მოქმედებები სახალისო და საინტერესო გამოდგა ღონისძიებაში ჩართული მონაწილეებისათვის. სპორტული თამაში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით...
ფოთს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...
ფოთში “ოფთალმიჯი” უფასო გამოკვლევას ჩაატარებს
თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. 14 სექტემბერს "ოფთალმიჯი" გამოკვლევას ჩაატარებს ფოთში. მისამართი: გამსახურდიას N6 - ,,ევექსის პოლიკლინიკა". გამოკვლევების ჩატარების დრო: 12:00-დან 16:00 საათამდე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას” მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქალაქ ფოთში განთავსებულ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. "2022 წელს 25 თებერვალსა და 4 აპრილს განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, მეტალურგიულ საწარმოში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული...
ფოთში “გასტრო ცენტრის” ფილიალი იხსნება
10 სექტემბერს, ფოთში იხსნება “გასტრო ცენტრის” ფილიალი. “გასტრო ცენტრის” ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი მურად ღვინჯილია "ფოთელებთან" ამბობს, რომ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ სრული ენდოსკოპიური კვლევები პაციენტის სურვილით ვენური ძილის პირობებში. https://www.youtube.com/embed/YcGwyf_q__U ფილიალი იმუშავებს შაბათს 09:30 დან 19:00მდე.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაგზავნოთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge. " თუ ხარ სტუდენტი და გაქვს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის წარმატებული შედეგები - ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე დაფინანსება! დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/t4b8f9aa"-აღნიშნულია ინფორაციაში.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება
მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასებს. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წარმოების წამალი საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს. ამას გარდა,...
ირაკლი ღარიბაშვილი-წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ
წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის გამოგვადგება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული. მთავრობის მეთაურის თქმით,...
სეს-ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე...
საქართველოს პრეზიდენტი ყულევისა და ფოთის ტერმინალებს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად, შავი ზღვის ტერმინალი (ყულევი), ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური (PACE GROUP), კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminal) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი - ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას...