პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....
ფოთში გარე განათების ბოძების და სანათი მოწყობილობების მონტაჟი დასრულდა
ფოთში, ფაზისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გარე განათების ბოძების და სანათი მოწყობილობების მონტაჟი დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან გიორგი თოლორდავასთან ერთად, სამუშაო პროცესი ადგილზე დაათვალიერა. აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აწარმოებდა შპს „მშენებელი-5“ და პროექტის საერთო ღირებულებამ 98 761 ლარი შეადგინა.
დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
11 აპრილიდან ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტის რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივ მოხმარებას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, დღეიდან ექიმის მიერ რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით მოხდება.აღნიშნული ცვლილება ჯანდაცვის სამინისტრომ,...
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
ფოთში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავამ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას,...
„ნაციონალური მოძრაობა” ფოთში 7 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფოთში 7 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს. პარტიის წევრების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია პორტის მიმდებარედ მდებარეობს, სახელმწიფო საკუთრებაშია და მას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის წესით ყიდის. მათი თქმით, ამ ფორმით ქალაქს შემოსავლის მხოლოდ 35% დარჩება და დაზარალდება. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოითხოვენ, რომ ტერიტორიის გაყიდვის უფლება ფოთის მუნიციპალიტეტს მიეცეს და შემოსული თანხა...
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...
ფოთში ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს
ხანძარი იყო ფოთში ვაჩნაძის ქუჩაზე. 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 და მე -3 სართულზე მდებარე ბინები სრულად დაიწვა. ამ დროისათვის ცეცხლი სრულიად ლოკალიზებულია,ადგილზე 4-სახანძრო -სამაშველო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. ქალაქის მერის,ბექა ვაჭარაძის თქმით დაზარალებულია 4ოჯახი,რომლებიცმერიის პროგრამის ფარგლებში, დროებით ქირით იქნებიან უზრუნველყოფილნი. წყარო: მეცხრე ტალღა
ფოთში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა
ფოთში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა ცენტრი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლინიკა "ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს. ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ახლადგახსნილი ცენტრი მოინახულა და საქმიანობის დასაწყისი მიულოცა კლინიკის თანამშრომლებს. ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების...
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცს ნაცნობმა პირმა თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით...
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...