საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ატაკანდი” ტაბლეტი 16 მგ – ახალი ფასი 12 ლარი, ძველი – 79. “ბრილინტა” ტაბლეტი 90 მგ – ახალი ფასი 48 ლარი, ძველი – 221....
ფოთში დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმიდინარეობს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმიდინარეობს. აქციაში მერიასთან ერთად ჩართული არიან, როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ფოთის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა, სრულად მოხმარდება პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას. ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა. ფოთში ჰუმანიტარულ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები. “გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების...
ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი ბორანი "VILNIUS", მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან 27 თებერვალს, ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. "საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი განთავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების გადახდის ვალდებულებისგან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბორანს...
მთავრობა უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარს გამოყოფს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ...
ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიება გაიმართა
დევნილთა დასახლებაში არსებულ N2 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ეწვია და 85 აღსაზრდელს საჩუქრები გადასცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად.ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის...
ფოთის მერმა რუმინეთის ელჩს უმასპინძლა
დღეს, ქალაქ ფოთს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - რეზვან როტუნდუ ეწვია. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერთან გამართულ შეხვედრაზე, დაიგეგმა სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, განათლების და კულტურის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ ორი საპორტო ქალაქის, ფოთის და კონსტანცას დამეგობრების შესაძლებლობაზე. სექტემბერში ჩაინიშნა ქალაქ კონსტანცას მერის ვიზიტი ფოთში.
შეზღუდვები, რომელიც 1 მარტიდან იხსნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%. 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული. ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს...
ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა
ფოთის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას, ან შინაპატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.
პროკურატურამ ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის...