გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო...
ფოთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ფოთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ინფორმაციისთვის: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სანქცირებული გემი იმყოფება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ტანკერი „Olga“, რომელიც დაზღვეულია The American Club (USA) — American Steamship Owners Mutual Protection & Indemnity Association-ში და ამჟამად იმყოფება...
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. უწყების ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი...
ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება გრძელდება
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება გრძელდება. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება ჭავჭავაძის ქუჩა №144 და გურიის ქუჩა №177 მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადები. წლის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები ნინოშვილის ქუჩა №39 და №41 კორპუსების ფასადების განახლებაზე. პარალელურად, მიმდინარეობს სხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების პროექტირება.
9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...
პუშკინის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში იგება ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარი, განხორციელდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პარალელურად, გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება ერეკლე მეორეს, მაკალათიას, ჭონქაძის, შევჩენკოს, თამარ მეფის და ზამბახიძის ქუჩებზე. წლის ბოლომდე დამატებით 16 ქუჩაზე დაიწყება...
ახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს. ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საფასურები იგივე დარჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი...
ფოთის პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი – 1975 წელს დაბადებული დ.კ., 1986 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1997 წელს დაბადებული ჯ.პ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას შსს...
3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.










