საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი, თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციით დაკავებულ პირებზე სისტემატიურად ახდენდა სასტუმროს ოთახების გადაცემას. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში, პროსტიტუციაში ჩაბმული პირები გამომუშავებული თანხის ნაწილს ფართის მფლობელს...
ფოთში პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში მდებარე...
13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...
ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, ქალაქის სხვადასხვა უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. უწყების ცნობით, კუნძულის უბანში დასრულდა ერეკლე მეორის, პეტრე იბერისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია. ამავე უბანში მიმდინარეობს სამუშაოები შევჩენკოს ქუჩაზე და თამარ მეფის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე. უახლოეს პერიოდში დაიწყება კლდიაშვილის, მემედ აბაშიძის, ზურაბ ნანავას, სოხუმის და მიქაბერიძის...
11 ნოემბრამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შსახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა...
პროკურატურამ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო...
5 ფოთელი სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი გახდა
საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული 5 ფოთელი სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი გახდა. სასტიპენდიო პროგრამის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებული თითოეული სტუდენტი მიიღებს 2000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს. პროგრამის სამიზნე აუდიტორიაა საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული, აკადემიური მოსწრების საუკეთესო შედეგის მქონე ფოთელი სტუდენტები. საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ფოთელი სტუდენტებისთვის...
ფოთის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
ფოთის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს: "ძვირფასო მგზავრებო გაცნობებთ,რომ, მარშუტი №2, დროებით იმოძრავებს მხოლოდ ერთი ავტობუსი. მგზავრებს ვთხოვთ გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილება და წინასწარ დაგეგმონ გადაადგილება, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის"-ნათქვამია ინფორმაციაში.
ფოთელი სპორტსმენების წარმატება
ფოთელმა სპორტსმენებმა, მაკა გაბესკირიამ და მათე კორთხონჯიამ მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს. ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გაიმართა უშუ კუნგ-ფუს მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 54 ქვეყნის 1500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი.
7 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი,...









