“ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სისტემის გაძლიერება საქართველოში”

რეგიონების განვითარების მიზნით, გაიმართა პირველი ეროვნული კონფერენცია “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სისტემის გაძლიერება საქართველოში”. კონფერენცია მიეძღვნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი და ცენტრალური დონის აქტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს. ჩატარდა რამდენიმე სესია: გაიმართა პანელური დისკუსია ადგილობრივი და ცენტრალური დონის გადაწყვეტილებების მიმღები პირების მონაწილეობით. დისკუსიის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ...

ფოთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ფოთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ - ების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. ფოთის მუნიციპალიტეტის საქველმოქმედო აქციის მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობა საჭიროების მქონე ყველა პაციენტისთვის. აქცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება...

ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ვაგრძელებთ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობის აღდგენის სამუშაოებს. განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდება,” -განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ. მერიის ცნობით, ყოფილი უშიშროების შენობა, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის...

ფოთი “პალიტრა ფოთი 2023”-ს მასპინძლობს

ქალაქი ფოთი, საერთაშორისო პლენერს "პალიტრა ფოთი 2023"-ს მასპინძლობს. პლენერი, სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ერთი კვირის მანძილზე შექმნიან ფერწერულ ტილოებს, რომელებიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება. ფოთის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო პლენერი ფოთში უკვე მეორედ იმართება. პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს...

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ...

“ნაციონალური მოძრაობა”: ფოთი საზღვაო სეზონს მოუწესრიგებელი ხვდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოთში ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ოპოზიციის განცხადებით, საზღვაო ქალაქი ზღვის სეზონს ტრადიციულად მოუწესრიგებელი ხვდება. მათი თქმით, მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „ყოველი სეზონის მოსვლისას საუბარი გვიწევს სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით. 8 მილიონამდე...

ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია “კუჩხიბედინერის“ – ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის...

„ეიპიემ ტერმინალს ფოთში” ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort გამოცხადდა

"ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 3 ივლისი იქნება. „APM Terminals Poti (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) არის A.P. Moller - Maersk-ის გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 23 ბაღის მშენებლობა და 23-ის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მათივე ცნობით, რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დაიწყო და მიმდინარეობს – 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა „რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დასრულდა – 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და...