23 მაისს “აფხაზეთობა” აღინშნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები...

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 10:00-დან 20:00 საათამდე, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმსა და ნიკო ნიკოლაძის კოშკშ​ი​ ღია კარის დღ​ეა. ​მსურველებს, უფასოდ შეუძლიათ დაათვალიერ​ონ სამუზეუმო სივრცეები. ​​ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმისა და ნიკო ნიკოლაძის კოშკის თითოეულ თანამშრომელს, ულოცავს მუზეუმის დღეს და მადლობას უხდის სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ფოთის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება 31 მაისამდე მიმდინარეობს. თუ გაქვთ ინიციატივა/წინადადება ახალ მუნიციპალურ პროგრამებთან და ქვეპროგრამებთან დაკავშირებით - შეავსეთ აპლიკაცია 31 მაისის ჩათვლით. აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: (0493) 22 12 95 ან მოგვწერეთ- info.poti@poti.gov.ge. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ ინფორმაციას ფოთის...

პარლამენტმა ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამისილება ცნო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო. ინფორმაციისთვის: გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

“ფოთის სითითონი 2023” ჩატარდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 13-14 მაისს, პირველად საქართველოში, ,,ფოთის სითითონი 2023" ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა, იდეების შემუშავებაზე შერჩეულ მენტორებთან ერთად იმუშავეს, გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის - ქალაქ ფოთის, მისი მაცხოვრებლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნისთვის. ფოთის სითითონის ფარგლებში, 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. თითოეულს 5000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა...

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...

15 მაისი ქართული კინოს დღეა

15 მაისს, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარადგენს ქართული კინოს მარათონს. ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 16:00 საათზე გაიმართება ზაზა ურუშაძის ფილმის "სამი სახლი" ჩვენება. კინომარათონი საქართველოს 20 ქალაქში და 5 ქვეყანაში ჩატარდება. ქართული კინოს 115 წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით, თავადვე...

ფოთის სითითონი 2023 დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოში პირველად, ფოთის სითითონი 2023 დაიწყო. სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებისა და განათლების მქონე ადამიანებმა იმუშავეს საერთო მიზნისთვის - ქალაქ ფოთის, მისი მცხოვრებლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნისთვის. დღის განმავლობაში, იდეების შემუშავების პროცესში, მონაწილეებს დახმარებას უწევდნენ მენტორები. მათ მონაწილეებს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და მისცეს...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და ღონისძიება. ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება. 14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-19:00 საბავშვო სივრცე: შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, თამაშები, მასტერკლასები; 14:00-18:00 თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; 15:00-17:00 ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი; 14:00-16:00 ადგილობრივი...