11 ნოემბრამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შსახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა...

პროკურატურამ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო...

5 ფოთელი სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი გახდა

საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული 5 ფოთელი სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი გახდა. სასტიპენდიო პროგრამის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებული თითოეული სტუდენტი მიიღებს 2000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს. პროგრამის სამიზნე აუდიტორიაა საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული, აკადემიური მოსწრების საუკეთესო შედეგის მქონე ფოთელი სტუდენტები. საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ფოთელი სტუდენტებისთვის...

ფოთის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ფოთის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს: "ძვირფასო მგზავრებო გაცნობებთ,რომ, მარშუტი №2, დროებით იმოძრავებს მხოლოდ ერთი ავტობუსი. მგზავრებს ვთხოვთ გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილება და წინასწარ დაგეგმონ გადაადგილება, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოთელი სპორტსმენების წარმატება

ფოთელმა სპორტსმენებმა, მაკა გაბესკირიამ და მათე კორთხონჯიამ მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს. ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გაიმართა უშუ კუნგ-ფუს მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 54 ქვეყნის 1500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი.

7 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი,...

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 25-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.  თავმჯდომარის მოადგილეებად „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრები მაია დოლბაია, სანდრო ქუშაშვილი და ზურაბ ბერაია აირჩიეს.

მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩინეთში, ქალაქ მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქალაქ ფოთის თემაზე მომზადებული ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალა. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება მიენიანგის საგამოფენო სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ფოთის პოპულარიზაციას და უცხოელი სტუმრების დაინტერესებას როგორც ტურისტული, ისე საინვესტიციო მიმართულებით. პარალელურად, ფოთში,...

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 36 ფოთელი ახალგაზრდა გახდა

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის 31 ფოთელი სტუდენტი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცალკე კვოტირებაა გამოყოფილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტებისვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 5 სტუდენტი გახდა. "სასტიპენდიო პროგრამის...

29 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).