ძუკუ ლოლუა-ფოთში პირველი მომღერალთა გუნდის დამაარსებელი

ძუკუ ლოლუა - ქართველი მუსიკოსი, მეჩონგურე, მომღერალი და ლოტბარი. ადამიანი, რომელმაც 1897 წელს ფოთში პირველი მომღერალთა გუნდი დააარსა. გუნდი გარდა მეგრულისა, აფხაზურ და სვანურ სიმღერებსაც ასრულებდა. 1919 წელს ძუკუ ლოლუამ ფოთში დააარსა "ქართული ხალხური სიმღერების მოყვარულთა საზოგადოება" და მოწაფე ქალ-ვაჟთა გუნდები. 1921 წელს იგი დასავლეთ საქართველოს სახალხო გუნდების ინსტრუქტორად დაინიშნა. 1921 წელს ფოთის რევკომის თავმჯდომარის ბესარიონ გოგიასა და პარტიის...

შვილიშვილები პავლე ინგოროყვაზე

ჟურნალი "გზა" : ნინია ახვლედიანი, პავლე ინგოროყვას შვილთაშვილი:- პავლე დედის მხრიდან ჩემი დიდი ბაბუა იყო. როცა დედაჩემის დედას მამა გარდაეცვალა, მამის ძმამ, პავლემ საკუთარი ძმისშვილები შვილებივით გაზარდა. თვითონ შვილი არ ჰყავდა. მართალია, თავად ამას აპროტესტებდა, მაგრამ ძმისშვილები მამას ეძახდნენ. 2 წლის ვიყავი, როცა პავლე გარდაიცვალა. საოცრებაა და ალბათ დაუჯერებელი, მაგრამ...

პირველი სადოქტორო ევროპაში ნიკო ნიკოლაძემ დაიცვა

"პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მამულიშვილი,  რომელიც თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით ნამდვილად უსწრებდა დროს",-ასე აფასებს ახალი თაობა ნიკო ნიკოლაძეს, -ადამიანს, რომელიც ნებისმიერ ფოთელს ეამაყება.  აღსანიშნავია, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ნიკო ნიკოლაძე დაიბადა ქუთაისში, 1843 წლის 27 სექტემბერს, იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. იაკობ...

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრი

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრის ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს ქალაქ ფოთში. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით, მათ შორის გაეცნონ ადგილობრივი...

კოლხური კულტურის მუზეუმი

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში,   ფოთის მერს ნიკო ნიკოლაძეს, კოლხური კულტურის მუზეუმის ასაშენებლად, გერმანელი არქიტექტორი ედმონ ფრიკი მოუწვევია. მუზეუმი წარმოდგენილია ორი კაპიტალური შენობით: მთავარი კორპუსით და ნიკო ნიკოლაძის მემორიალური კოშკის სახით.კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი, კოლხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახელით 1933  წელს დაარსდა.ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის პირველ სართულზე წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალები,...

პალიასტომი – “პავლიას ტომის” სავანე

პალიასტომი გამდინარე ტბაა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან. ადმინისტრაციულად მოქცეულია ნაწილობრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ხობის მუნიციპალიტეტი), ნაწილობრივ — გურიის მხარეში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. ტბას იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. ლეგენდის თანახმად, როგორც ამას მწერალი ეგნატე ნინოშვილი აღწერს თავის მოთხრობაში "პალიასტომის ტბა" მის ფსკერში მთელი ტომია ჩაძირული:...

ფოთი საკათედრო ტაძარი

ფრაგმენტები ისტორიიდან: 1895 წლის 17 ივნისს, რუსეთის იმპერატორმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა ნიკო ნიკოლაძეს, რომელსაც განუზრახავს ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება, სათანადო პროექტიც შექმნილა, მაგრამ როგორც ირკვევა იგი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა, შემდგომ კი არქიტექტორების ზელენკოსა და მარფელდის მიერ შემუშავებულ...

ფოთის თეატრი-კულტურული ცენტრი

1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა ფოთის თეატრი. 1925 წლის 29 ოქტომბერს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ  იუზა ზარდალიშვილმა  დაარსა ფოთის დრამატული თეატრი.  1936 წლის 11 ნოემბერს ფოთის ახალი შენობის სცენაზე შედგა პირველი სპექტაკლის, ი. ვაკელის "შამილის" პრემიერა. 1963 წელს, მას, ვალერიან გუნიას სახელი მიენიჭა. თეატრში აქტიურად იდგმება, როგორც მოწვეული ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების...

სკოლამდელი დაწესებულებები ფუნქციონირებას იწყებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ. 

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.