წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც - 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.

ფოთში არტ-თერაპიის წრე იხსნება

2 ოქტომბრიდან ფოთში არტ-თერაპიის წრე იხსნება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სრულიად უფასოდ ისარგებლებენ ფოთში მცხოვრები აუტისტური სპექტრის, განვითარების ზოგადი აშლილობის მქონე ბავშვები 6 წლიდან. "თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სასწავლებელში. განაცხადები მიიღება 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. "-აღნიშნულია ინფორმაციაში. წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:...

საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებლების ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებლების ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა. სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 4 სექტემბრიდან იწყება. "თუ ხარ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს და გაქვს 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებული შედეგები - ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე სტიპენდია. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი...

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა. დაშავებულია სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი. კონკრეტულად, რა დაზიანებები მიიღეს მათ ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წყარო: მთავარი არხი

“საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა” დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მეორედ ახორციელებს კინოსკოლის პროექტს ახალგაზრდებისათვის. პროექტის მონაწილეები სამსახიობო ხელოვნებას, კინოდრამატურგიას, კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინორეჟისურას და მონტაჟს, კინოსა და კულტურის მენეჯმენტს შეისწავლიან. ამასთანავე პრაქტიკაში განახორციელებენ მიღებულ ცოდნას და გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან (5-10 წთ) სამოყვარულო ფილმებს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...

ფოთს ისრაელის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქ კირიატ იამი​დან​

ქალაქ ფოთს​, ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქ კირიატ იამი​დან​. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ კირიატ იამის მერ​ი​ს დავიდ ევენ ცური​ს ​და დელეგა​ტების ვიზიტის მთავარი მიზანი გახლდათ ქალაქებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება​; ეკონომიკური, კულტურული და ეროვნული გამოცდილების გაცვლა და ფოთის საინვესტიციო​, კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა​;​ ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური...

გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.  “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...

სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ფოთში რეგისტრირებულ და მცხოვრებ საჭიროების მქონე I-VI კლასის მოსწავლეებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის წარმოსადგენ დოკუმენტებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაციისათვის იხილეთ მითითებული ბმული: https://tinyurl.com/9yss6u62 წელს,...

ფოთში, აკაკი წერეთლისა და წმინდა გიორგის ქუჩებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესი იცვლება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის რკალიდან აკაკი წერეთლის ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ცალმხრივად გადაადგილება გურიის ქუჩის მიმართულებით. "გურიის ქუჩიდან წმინდა გიორგის ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ცალმხრივად გადაადგილება შოთა რუსთაველის რკალის მიმართულებით. ასევე, 28 აგვისტოდან ამოქმედდება სექციური სიჩქარის ვიდეო კონტროლის კამერები."-აღნიშნულია ინფორმაციაში.