ინფრასტრუქტურის სამინისტრო: შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალ საკურორტო სეზონს მომზადებული ხვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორაციით, აქედან, 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Bეაცჰ თეცჰ), 1...

სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები რეგიონებისთვის გამოიყო

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფოთში

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდა. უწყების ცნობით, მოეწყო საზეიმო მსვლელობა, დრამერების შოუ, გამოფენები , სპორტული საჩვენებელი სანახაობები. ჩატარდა მასტერკლასი ფოთელი წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით. გაცოცხლდა ეპიზოდები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან - ,,იაკობ გოგებაშვილის კვალდაკვალ...“

ფოთი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფოთში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 15:00 საათზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა, დრამერების შოუ. აღმაშენებლის ქუჩა (მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრიდან). ფოთის ცენტრალური პარკი 15:30 საათი -ბავშვთა გასართობი შოუ პროგრამა, ანიმატორები და ზღაპრის გმირები; 15:00-17:30-სპორტული საჩვენებელი სანახაობა, ფოთელი წარმატებული სპორტსმენების...

1 ივნისს, ფოთის საცურაო აუზი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, ბავშვებს უფასოდ მოემსახურება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის საცურაო აუზი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, ბავშვებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციისთვის: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.

ფოთსა და კონსტანცას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ქალაქ ფოთსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. განზრახვის წერილს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და კონსტანცას მერმა, ვერგილ ჩიტაკმა მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას ტურიზმის, ეკოლოგიის, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და ტრანსპორტის, ასევე, ეკონომიკური და ადგილობრივი საჯარო მმართველობის სფეროებში. ფოთის მერთან გამართულ შეხვედრას...

ფოთში დასაქმების ფორუმი გაიმართება

დღეს, ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრისა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის ორგანიზებით გაიმართება პირველი ერთობლივი დასაქმების ფორუმი. ფოთის პორტის ინფორმაციით, ფორუმი საშუალებას მისცემს საზღვაო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და კომპანიებს, გააცნონ დამსწრე აუდიტორიას სექტორში მიმდინარე სიახლეები, არსებული ვაკანსიები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.

“მომავალი ჯანსაღი თაობისთვის”

მომავალი ჯანსაღი თაობისთვის - ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი ინიციატივა გრძელდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ქალაქის კერძო და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს საშუალება აქვს ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად. ამჯერად, მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა შპს ქალაქ ფოთის ფიზიკა მათემატიკის სკოლის და სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის N7 საჯარო სკოლის...

ფოთში წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

ფოთის ცენტრალურ მოედანზე, ოქროს მედლის კანდიდატი მოსწავლეებისა და კოლეჯ "ფაზისის" წარჩინებული სტუდენტის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს ფოთის მერიისაგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ფოთელი ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები: ნიკა სურმავა-სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა; ელიზაბედ წოწონავა -სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის...

სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში

ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”. ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე. ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან. პირველი დღე: სთორითელინგი: •რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის...