დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
ცესკო 29 აპრილის არჩევნებისთვის ამომრჩევლებს 11 აპრილის ჩათვლით სიაში თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებს
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა და კანონის შესაბამისად დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს. არჩევნებისთვის შექმნილია 164 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებიც დღეიდან იწყებენ მათთვის კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულებას. მათ შორის, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და...
სააკაძის ქუჩაზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები
ფოთში, სააკაძის ქუჩაზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი. შესრულდა საგზაო მონიშვნის სამუშაოები. პროექტი განხორციელდა შპს "გზამშენებელი-13-ის" მიერ.
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ქალაქ ფოთის მერთან ერთად დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებული, ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაირატ ოსმონალიევს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მედიის...
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს დღეს ცესკოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას არეგულირებს. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის,...
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის...
პეტიცია შეიქმნა სუბარის ფოთის საპატიო მოქალაქის ჩამორთმევასთან დაკავშირებით
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის ინიციატორისა და მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენლისთვის სოზარ სუბარისთვის ფოთის საპატიო მოქალაქის ჩამორთმევის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ის სამოქალაქო პლატფორმამ "ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის" გამოაქვეყნა. ხელმომწერები ქალაქის მერს ბექა ვაჭარაძეს და ფოთის საკრებულოს მიმართავენ. "ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, ბექა ვაჭარაძეს, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი - ანტიევროპული, ენტიეროვნული და...
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...