ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოში პირველად, ფოთის სითითონი 2023 დაიწყო. სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებისა და განათლების მქონე ადამიანებმა იმუშავეს საერთო მიზნისთვის - ქალაქ ფოთის, მისი მცხოვრებლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნისთვის. დღის განმავლობაში, იდეების შემუშავების პროცესში, მონაწილეებს დახმარებას უწევდნენ მენტორები. მათ მონაწილეებს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და მისცეს...
26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და ღონისძიება. ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება. 14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-19:00 საბავშვო სივრცე: შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, თამაშები, მასტერკლასები; 14:00-18:00 თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; 15:00-17:00 ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი; 14:00-16:00 ადგილობრივი...
“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობა რეკორდულ დონეს აღწევს
კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, "ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ 2023 წლის აპრილი რეკორდული თვე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა....
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ , საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე...
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...
ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცესკო-ს ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“). შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტის შუალედური...
“ფოთის სითითონის” ფარგლებში, ქალაქის ტური გაიმართა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ფოთის სითითონის" ფარგლებში, ქალაქის პოტენციალის, რეალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების აღქმის მიზნით, ქალაქის ტური გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ "ეი პი ემ ტერმინალსის“ სამუშაო პროცესს, საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ამ პროცესში საზღვაო ნავსადგურის როლს. "ფოთის სითითონი,“ 13-14 მაისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა...
თაკო სარდალიშვილი გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია
თაკო სარდალიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამის (community engagement exchange program) გამარჯვებული გახდა, რომელშიც 100 ქვეყნის 6700 აპლიკანტი მონაწილეობდა. თაკო კვალიფიკაციის ასამაღლებლად 100%-იანი დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ამერიკაში პრაქტიკის დასრულების შემდეგ, პროგრამა ითვალისწინებს მიღებული ცოდნის გაზიარებას და პროექტის განხორციელებას საქართველოში. თაკოს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიღებული...
“საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...
ფოთი ინოვაციურ კონკურსს “ფოთის სითითონს” მართავს
ფოთის მუნიპალიტეტის მერია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ინოვაციურ კონკურსს ფოთის სითითონს მართავს, რომელიც ქალაქის ეკონომიკური ზრდისა და პოზიტიური ურბანული ცვლილებებისკენ არის მიმართული. კონკურსში მონაწილეობას იღებს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი. პროექტ "ფოთის სითითონის“ ფარგლებში, ინსპირაციისა და ქალაქის შესახებ ცოდნის გაუმჯობესების მიზნით,...










