ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ახალი მოადგილე თანამშრომლებს წარუდგინა. „დარწმუნებული ვარ ლექსო თავისი ცოდნით, გამოცდილებით და მოტივაციით გააძლიერებს ჩვენს გუნდს და ერთად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს ზაქარია გვრიტიშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ახალ მნიშვნელოვან პოზიციაზე”,- განაცხადა ფოთის მერმა. ლექსო...

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – https://registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf საქართველოს განათლებისა და მეცნიერების...

ფოთის მერიაში 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება მიმდინარეობს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "თუ გაქვთ ინიციატივა/წინადადება ახალ მუნიციპალურ პროგრამებთან და ქვეპროგრამებთან დაკავშირებით, გაგვიზიარეთ - შეავსეთ აპლიკაცია. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი". -ნათქვამია ინფორმაციაში. აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3vtbvWI კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: (0493) 22...

მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. „სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის...

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით...

ფოთში, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სატუმბი სადგურის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისი რამდენიმე საფეხურიანი ავანკამერის მოწყობას, ნიაღვრული წყლების ზღვის აკვატორიაში გადაღვრის გათვალისწინებით. 9 აპრილის ხეივნის მაგისტრალური სანიაღვრე არხებისა და შემომავალი სანიაღვრე კოლექტორების გაფართოება-რეაბილიტაციას. ჰიდროტექნიკური ნაგებობის და სხვა დამხმარე ნაგებობების მოწყობას. აღნიშნული სატუმბი სადგური, უხვი ნალექის დროს, დატბორვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოემსახურება...

ფოთის პარკი 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას

ქალაქის ცენტრალური პარკი, 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას. პარკში, ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების და გართობის შესაძლებლობა. დასრულდება ავტოდრომის და შადრევნის მოწყობის სამუშაოები. ასევე გასართობ სივრცეს დაემატება მაგიდის ჩოგბურთი. მიმდინარეობს მწვანე საფარის განახლება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონები,...

მალთაყვაში მიმდინარეობს ტყე-პარკის მოწესრიგების სამუშაოები

მალთაყვაში, ტყე-პარკის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტყე-პარკის სრულად მოწესრიგების შემდეგ, ტერიტორიაზე დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მოეწყობა თანამედროვე, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონა.

ფოთის მატარებელი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს

17 მაისიდან მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. ცვლილება ეხება ფოთის მატარებელს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ფოთიდან თბილისიდან მატარებელი 18:10 საათზე გამოვა და ფოთში 23:57 საათზე ჩავა. ფოთიდან დედაქალაქისკენ მატარებელი 07:20 საათზე გაემგზავრება და 13:01 საათზე ჩავა

ირაკლი ღარიბაშვილი – ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს

საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა,...