პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა კოლეგებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და...
ფოთის N17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ფოთის N17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და დღეიდან, 113 ბავშვს პედაგოგები ახალ გარემოში მასპინძლობენ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კაპიტალურად გარემონტდა ბაგა-ბაღის შიდა სივრცე და აღიჭურვა ახალი ინვენტარით. უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება, ბაღის ეზო და მოეწყობა ახალი ღობე. უწყების ცნობით, პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 039 ლარი დაიხარჯა.
კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის სამსახურში ცნობის წარდგენის წესი შეიცვალა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულებს, რომელთა იზოლაციის ვადა მხოლოდ 7-8 დღე იყო, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად სწრაფი ან „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ. „COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად...
იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა
კორონავირუსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა: სამედიცინო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი...
საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის...
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
პოლიციამ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტზე 3 პირი დააკავა
შსს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ.სამართალდამცველებმა სამივე მათგანი...
წარმატებულ ფოთელ სტუდენტებს ყოველი სემესტრის ბოლოს სტოპენდია გადაეცემათ
დღეს, საკრებულოს სხდომაზე, 2 ახალი მუნიციპალური პროგრამა: „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებული სტუდენტებისათვის“ და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამები დამტკიცდა. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სტიპენდიის პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში, წაახალისებს წარმატებულ სტუდენტებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს გაზრდილი მოტივაციით სწავლის...
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა
ფოთში „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ასევე მინისტრები დაესწრნენ. ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ...