ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ახალი მოადგილეები -ალექსანდრე ტყებუჩავა და ზაქარია გვრიტიშვილი წარადგინა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მერის პირველ მოადგილედ ალექსანდრე ტყებუჩავა დაინიშნა. ალექსანდრე ტყებუჩავა სპეციალობით სამართალმცოდნეა. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. იგი 2018 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განყოფილების უფროსის...