სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი ვარსკვლავი, რომელიც ხეივანში განთავსდა სიდნეის ოლიმპიური თამაშების პროზიორს ვლადიმერ ჭანტურიას ეკუთვნის. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია ქალაქის საზოგადოებასთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად...
ფოთში ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს
სამეგრელოში წუხელ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში დაზარალებული ოჯახებისთვის გადასახური მასალის გადაცემის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. გიორგი გუგუჩიას განცხადებით, დაზიანებული სახურავების გადახურვის პროცესში მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება. გიორგი გუგუჩია ფოთამდე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში იმყოფებოდა, სადაც წუხელ ძლიერმა ქარმა ოცამდე საცხოვრებელი სახლი...
გიორგი გუგუჩია-სამეგრელო ზემო-სვანეთის ახალი გუბერნატორია
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი გუბერნატორი გიორგი გუგუჩია წარადგინა. “გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიდან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.
ფოთში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიამ პანდემიის მიუხედავად შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება. საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუთის ქვეშ გამოსაყენებელი შლემები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი. ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა...
კორონავირუსით ფოთში მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ფოთის მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის იყო. პაციენტი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფოთის ცენტრალურ პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. "ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. განხორციელდა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს ატრაქციონების მონტაჟი. დაგეგმილია ტერიტორიაზე დეკორატიული მცენარეების დარგვა...
UNDP-მა ფოთში ტურისტული და სპორტული თევზჭერის ინფრატსრუქტურა მოაწყო
ფოთში, "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" საკონფერენციო დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონული შეხვედრა გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...
ფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი). სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს. ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია,...