ფოთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ფოთის მკვიდრი 56 წლის მამაკაცი ქუთაისის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.