25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. “25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.