ფოთში ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს

სამეგრელოში წუხელ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში დაზარალებული ოჯახებისთვის გადასახური მასალის გადაცემის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. გიორგი გუგუჩიას განცხადებით, დაზიანებული სახურავების გადახურვის პროცესში მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება.  გიორგი გუგუჩია ფოთამდე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში იმყოფებოდა, სადაც წუხელ ძლიერმა ქარმა ოცამდე საცხოვრებელი სახლი...

ფოთში ძლიერმა ქარმა სახლების სახურავი დააზიანა და ხეები წააქცია

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები, რიგ უბნებზე შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით. უწყების ცნობით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, რომლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება...