ფოთის მუნიციპალიტეტში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის სავალი ნაწილის აღდგენა, სანიაღვრე არხების მოწყობა,ტროტუარების მოწესრიგება. საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა. იერუსალიმის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.