ფოთის კლინიკაში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 088 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.