ფოთში ძლიერმა ქარმა სახლების სახურავი დააზიანა და ხეები წააქცია

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები, რიგ უბნებზე შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით. უწყების ცნობით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, რომლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება...