პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.

ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის სამი ფენა, მოეწყო ტროტუარები, მიერთებები, სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა.