ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

  • ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის სამი ფენა, მოეწყო ტროტუარები, მიერთებები, სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.

განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.

აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა.