აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება. რაც შეეხება განრიგს, თბილისიდან გასვლის დრო - 08:40, ჩასვლის კი - 14:24 საათი იქნება.  "ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთის საგამოფენო სივრცეში, ნიკო ნიკოლაძის ექსპონატებია წარმოდგენილი

ქალაქ ფოთის საგამოფენო სივრცეში, ნიკო ნიკოლაძის საოჯახო ნივთების, ფოტოებისა და საარქივო დოკუმენტების გამოფენა გაიხსნა. ფოთის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები, საოჯახო ალბომები და ხელნაწერები. წარმოდგენილი ექსპონატების დათვალიერება ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზში, 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.