ფოთის საგამოფენო სივრცეში, ნიკო ნიკოლაძის ექსპონატებია წარმოდგენილი

  • ქალაქ ფოთის საგამოფენო სივრცეში, ნიკო ნიკოლაძის საოჯახო ნივთების, ფოტოებისა და საარქივო დოკუმენტების გამოფენა გაიხსნა.

ფოთის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები, საოჯახო ალბომები და ხელნაწერები.

წარმოდგენილი ექსპონატების დათვალიერება ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზში, 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.