ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში საზეიმოდ დაიხურა. სამი დღის განმავლობაში, ფოთი, ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის საუკეთესო წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ღირსებას სამი ფოთელი სპორტსმენი - გენადი გურალია, ცოტნე ბერაია და გიორგი შონია იცავდა. ჩემპიონატის ფარგლებში გამარჯვებულები სამ...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან ,,თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რესტორანი ,,თევზის სახლი“ (მისამართი: ქ. ფოთი გურიის ქ. N11) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები- ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში....
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის...



