ქალაქის ცენტრალური პარკი, 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას. პარკში, ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების და გართობის შესაძლებლობა. დასრულდება ავტოდრომის და შადრევნის მოწყობის სამუშაოები. ასევე გასართობ სივრცეს დაემატება მაგიდის ჩოგბურთი. მიმდინარეობს მწვანე საფარის განახლება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონები,...
მალთაყვაში მიმდინარეობს ტყე-პარკის მოწესრიგების სამუშაოები
მალთაყვაში, ტყე-პარკის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტყე-პარკის სრულად მოწესრიგების შემდეგ, ტერიტორიაზე დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მოეწყობა თანამედროვე, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონა.
ფოთის მატარებელი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს
17 მაისიდან მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. ცვლილება ეხება ფოთის მატარებელს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ფოთიდან თბილისიდან მატარებელი 18:10 საათზე გამოვა და ფოთში 23:57 საათზე ჩავა. ფოთიდან დედაქალაქისკენ მატარებელი 07:20 საათზე გაემგზავრება და 13:01 საათზე ჩავა
ირაკლი ღარიბაშვილი – ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს
საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა,...
ზურაბ აზარაშვილი-პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ
პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....
ფოთში გარე განათების ბოძების და სანათი მოწყობილობების მონტაჟი დასრულდა
ფოთში, ფაზისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გარე განათების ბოძების და სანათი მოწყობილობების მონტაჟი დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან გიორგი თოლორდავასთან ერთად, სამუშაო პროცესი ადგილზე დაათვალიერა. აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აწარმოებდა შპს „მშენებელი-5“ და პროექტის საერთო ღირებულებამ 98 761 ლარი შეადგინა.
დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
11 აპრილიდან ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტის რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივ მოხმარებას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, დღეიდან ექიმის მიერ რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით მოხდება.აღნიშნული ცვლილება ჯანდაცვის სამინისტრომ,...
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
ფოთში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავამ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას,...
„ნაციონალური მოძრაობა” ფოთში 7 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფოთში 7 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს. პარტიის წევრების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია პორტის მიმდებარედ მდებარეობს, სახელმწიფო საკუთრებაშია და მას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის წესით ყიდის. მათი თქმით, ამ ფორმით ქალაქს შემოსავლის მხოლოდ 35% დარჩება და დაზარალდება. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოითხოვენ, რომ ტერიტორიის გაყიდვის უფლება ფოთის მუნიციპალიტეტს მიეცეს და შემოსული თანხა...
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...