მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი "მტრედები" გურგენ სამუშიას ხელმძღვანელობით ფოთში გამართულ, კოლხურ-ლაზურ ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ-კონკურსში "ლაზიკა" მონაწილეობდა. ფესტივალზე ანსამბლს, კოლხურ-ლაზური ფოლკლორის საუკეთესო წარმოდგენისათვის ჯანო ბაგრატიონის სახელობის დიპლომი და ლაურეატის წოდება მიენიჭა.
ფოთის და ბათუმის სასამართლოებმა 3 გემი შავი ზღვის დაბინძურებისთვის დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად სცნო და თითოეულს 65-ათასლარიანი ჯარიმა...
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
ფოთში საერთაშორისო პლენერი დაიხურა
10 დღიან პლენერში, უცხოელი და ქართველი 15-მდე მხატვარი მონაწილეობდა. მონაწილეების მიერ შეიქმნა 20-მდე ფერწერული ტილო, მოიხატა გარე ფასადები. პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერებაა. საერთაშორისო პლენერი ,,პალიტრა ფოთი 2022" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფოთში სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს ტანსაცმელი გადაეცა საჩუქრად
ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 100 ოჯახსა და ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს სეზონური ტანსაცმელი გადაეცა საჩუქრად. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოცემული კამპანიის ფარგლებში 500-მდე სხვადასხვა დასახელების ტანსაცმელი გაიცა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის. კამპანია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა. კამპანიის...
ფოთი “პალიტრა ფოთი 2022” მასპინძლობს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პლენერს "პალიტრა ფოთი 2022" მასპინძლობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პლენერი სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პლენერის მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ათი დღის მანძილზე შექმნიან 20-მდე ფერწერულ ტილოს, რომელიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება. პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ...
ფოთში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქალაქის ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებით აღინიშნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარკში მისული სტუმრები დაესწრნენ საბავშვო-საესტრადო კონცერტს, თოჯინების თეატრს, სამეჯლისო და სპორტული ცეკვების შოუ-პროგრამას. პატარა სტუმრებისათვის გაიმართა ანიმატორების წარმოდგენები და გასართობი თამაშები. დასრულდა ავტოდრომის და შადრევნის მოწყობა.ეტაპობრივად, პარკის ტერიტორიაზე გაიხსნება ახალი სივრცეები. დღეიდან, ფოთის ცენტრალური...
ფოთში მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.
ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით ტარდება. ფოტოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. იმართება საბავშვო გასართობი პროგრამა. მეზღვაური" მუსიკოსებისა და მოგზაური მსახიობების მუსიკალური მსვლელობა. გამოფენილია სამხედრო...
ფოთში 26 მაისს სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება
26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება, ამჯერად ცენტრალურ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 26 მაისის პროგრამა: 11:00-14:00 საათი - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და ოქროს მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება 11:00-18:00 საათი - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 11:00-19: 00 საათი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 11:00-17:00 საათი...