ფოთში „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ასევე მინისტრები დაესწრნენ. ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ...
ფოთში ექვსი სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთში მდებარე პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მე-11, მე-15 საჯარო სკოლები, ორი კვირით სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ. "ექვსი სკოლა სრულად გადავიდა ონლაინრეჟიმზე. ესენია: I, II, III, V, XI და XV საჯარო სკოლები. ბევრი იზოლაციაშია გადასული და შეუძლებელი გახდა სასწავლო პროცესის ასე მართვა. იძულებული გავხდით, გადავსულიყავით ორი...
50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. “გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“,...
ფოთში არ ჩატარდება 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩი
2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის თამაშების მასპინძელი ერთ-ერთი ქალაქი ფოთი არ იქნება. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება უეფამ მიიღო. "2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი). ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. თავდაპირველად ჩემპიონატის ერთერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ, 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს".-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 082 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 608, „პისიარ“ ტესტით – 14 474. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,65%, ბოლო 14...
ფოთის კლინიკაში 34 პაციენტ პაციენტი მკურნალობს, ‘ბომონდში” 40
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება 16 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 49 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 9. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 34 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 3 მძიმე და 7...
ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება
ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფოთის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ხანძარი კოსტავას ქუჩაზე არსებულ ოთხსართულიან კორპუსში, დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის ოდენობას მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია...
კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 875 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 686, „პისიარ“ ტესტით – 25 189. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,28%, ბოლო 14...
ფოთში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
ფოთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სრულად დაიწვა ერთი საცხოვრებელი ბინა, მეორე კი ნაწილობრივ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 725, „პისიარ“ ტესტით – 20 661. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,55 %, ბოლო 14...