ფოთში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, დილიდან, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები იწმინდება თოვლის საფარისგან. ხიდებზე და გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და ა(ა)იპ სერვისების ცენტრი.

ამ დროისათვის, ქალაქში საგზაო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.