ფოთში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით "მუსიკალური საღამო” გაიმართა. ცენტრალურ პარკში მოეწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები, პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. ღონისძიება ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდა. ფოთში გამართულ "მუსიკალურ საღამოს” სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, ფოთის მერთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პარლამენტის წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ
საქმე # 01-10/178დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ასაარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ.ქ. ბათუმი 05 ივნისი, 2023 წელიშპს "აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს არბიტრი: როსტომ გუნთაიშვილისაარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი”, ს/კ 245431108; წარმომადგენელი: ლანა ფარტენაძე (პ/ნ 61006076996),...
გამოცდები 2023 – ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი...
ფოთში, 49 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ახალი სახურავი აქვს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 49 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სრულიად ახალი სახურავი აქვს. სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა 52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავისთვის. ჯამში, გადახურვის სამუშაოებისთვის 3 901 042 ლარი დაიხარჯა.
ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო
22 ივნისს, 12:00 საათზე, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მოქალაქეებისათვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის N 12, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზი. შეგახსენებთ, რომ საკონკურსო განაცხადების მიღება 6 ივნისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია პროგრამის პირობებისა და...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს
ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა. რის შედეგადაც, 20 ივნისის 14:00 საათიდან, 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს. 24 საათიან რეჟიმში...
ფოთში “მუსიკალური საღამო” გაიმართება
24 ივნისს ფოთის ცენტრალურ პარკში "მუსიკალური საღამო“ გაიმართება. პროგრამა: 19:00 – 20:00 ფონური მუსიკა; 19:00 – 21:30 ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობა; 19:00 – 20:00 ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი; 19:00 – 21:30 სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; 20:00 – 21:30 „ღამის შოუს ბენდი“. წამყვანები: გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე;
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000...
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ
“1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა. შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს...
“ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სისტემის გაძლიერება საქართველოში”
რეგიონების განვითარების მიზნით, გაიმართა პირველი ეროვნული კონფერენცია “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სისტემის გაძლიერება საქართველოში”. კონფერენცია მიეძღვნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი და ცენტრალური დონის აქტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს. ჩატარდა რამდენიმე სესია: გაიმართა პანელური დისკუსია ადგილობრივი და ცენტრალური დონის გადაწყვეტილებების მიმღები პირების მონაწილეობით. დისკუსიის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ...