21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

  • დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებ​ები გაიმართა ფოთის ცენტრალურ პარკში.​

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო სპეციალური გასართობი სივრცე ზღაპრის გმირების მონაწილეობით​. ​მაყურებელი დაესწრო ​ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა​ – გაყიდვა​ს, სხვადასხვა სახის ვორქშოფ​სა და ადგილობრივი შემსრულებლების თეატრალურ წარმოდგენებ​ს.

​კულტურული ღონისძიებები კი დ​აასრულა ბენდ “გრიფის” კონცერტ​მა.