გიორგი ჯინჭარაძე ახალ რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და გაგრისა და აფხაზეთის ქუჩებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართებზე 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი სახურავის მოწყობა განხორციელდა, ასევე, დამონტაჟდა 18 ერთეული ლითონის კარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.