ფოთში მეწარმე ქალებისთვის ტრენინგი გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის, საკითხებზე: მეწარმოების ფაქტორები, სამეწარმო აზროვნება, ტრადიციული და შემოქმედებითი აზროვნება და ვიზუალიზაციის ძალა, შემოქმედებითი აზროვნების ტექნიკები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას მოხალისეობრივად უძღვებოდნენ სამეწარმეო ქოუჩინგის სფეროში გამორჩეული გამოცდილების მქონე ქოუჩ-ტრენერები ნინო მიქავა და ია ნადირაშვილი. ტრენინგი...

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას,...

400 ბავშვს პირველადი საჭიროების კალათები გადაეცა საჩუქრად

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში​, 400 ბავშვს პირველადი საჭიროების კალათები გადაეცა საჩუქრად. ​უწყების ცნობით, სასაჩუქრე კალათები ქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს, ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრის და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცა.​ ​კ​ალათი​ მოიცავს ბავშვებისთვის საჭირო საბაზისო ჰიგიენურ ნივთებს და საკანცელარიო ინვენტარს. საქველმოქმედო კამპანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი...

ფოთ​ში, საზაფხულო ბაღი ამოქმედდა

სკოლამდელი-სააღმზრდელო გაერთიანების აღსაზრდელებს ზაფხულის პერიოდში #16 საბავშვო ბაღ​ი უმასპინძლებს.​ ​აღსაზრდელთა მიღება რეგისტრაციის საფუძველზე განხორციელდა. საზაფხულო ბაღში ბავშვ​ების ჩარიცხვის სურვილი, 200-მდე აღსაზრდელის მშობელმა გამოთქვა. ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუა​, სკოლამდელი-სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, ბაღში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო. ​საზაფხულო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ფოთის...

გარდაიცვალა ომარ მხეიძე

გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, ფოთის საპატიო მოქალაქე ომარ მხეიძე. ომარ მხეიძემ მთელი ცხოვრება ქართულ ფოლკლორს, ქართულ კულტურას მიუძღვნა და მომავალ თაობებს ეროვნული საგანძური დაუტოვა.

ფოთს, ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადაეცა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთს, ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადმოეცა, რაც მყარი ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია. "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით განახლებული ავტოპარკით, ფოთში დასუფთავების სამუშაოები უფრო ეფექტურად სრულდება. ასევე, მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო სწრაფი რეაგირება გახდა შესაძლებელი. მადლობა თითოეულ ადამიანს, რომლებიც ქალაქის...

ფოთში, ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“შავი ზღვა 2023” ჩატარდა

ფოთის სამხატვრო სასწავლებელში, ფოტოხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "შავი ზღვა 2023" ჩატარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ფესტივალში ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანები მონაწილეობდნენ, რომლებმაც შვიდი დღის მანძილზე ქალაქის სხვადასხვა ღირშესანიშნაობა ფოტოზე ასახეს. ფესტივალის მიზანია, ქალაქ ფოთში ფოტოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა. საერთაშორისო ფესტივალი ,,შავი ზღვა 2023" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.

ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის სამი ფენა, მოეწყო ტროტუარები, მიერთებები, სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა.