ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 1000 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. სასურსათო ამანათები სოციალური სტატუსის მქონე პირებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობელს და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღესვე, საახალწლო ნობათები გადაეცა უპოვართა სასადილოს 350 ბენეფიციარს.
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ასევე პატიმრობა მიესაჯათ ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებსაც.
ფოთში ნიჩნოსნობისა და კანოეს ისტორიული ბაზის აღდგენა დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2022 წლიდან ფოთში ნიჩნოსნობისა და კანოეს ისტორიული ბაზის აღდგენა დაიწყება.
ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი, “ბომონდში” 45 კოვიდ პაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით საკარნტინე სივრცეე იმყოფება 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 157 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. აბაშის “ევექსის” კოვიდ...
საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 054 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 443, „პისიარ“-ტესტით – 19 611. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5.45%, ბოლო...
საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ფოთი დასახელდა
საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით 2021 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ფოთის მუნიციპალიტეტი დასახელდა. ფოთის მუნიიპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ფოთის მუნიციპალიტეტი 36-ე ადგილს იკავებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დაჯილდოება გაიმართა,...
კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 255 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, „პისიარ“-ტესტით – 15 991. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის –...
სამეგრელოს შესახებ გადაღებული ვიდეო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდა
სამეგრელოს შესახებ გადაღებული ვიდეო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში სამეგრელოს საპრომოციო ვიდეო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. https://www.youtube.com/embed/hRB8jl7Bd7A ვიდეო შექმნილია The USAID Economic Security Program დახმარებით.
ფოთის კლინიკაში მკურნალობს 39 კოვიდ პაციენტი, “ბომონდში” 45 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 22 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 157 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. აბაშის...
კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 841 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 939, „პისიარ“ ტესტით – 15 902. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8.15%, ბოლო 14 დღის – 7.88%, ბოლო შვიდი დღის...