„ქართულმა ოცნებამ” ფოთის მერობის კანდიდატად ბექა ვაჭარაძე წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. ფოთის მერობის კანდიდატად პარტიამ ბექა ვაჭარაძე დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ფოთის კლინიკაში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 088 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ფეისბუქგვერდზე ავრცელებს: “ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა...

ფოთის კლინიკაში 30 კოვიდპაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 204 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 631, „პისიარ“ ტესტით – 16 573.

ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ფუნქციონირება დაიწყო დიალიზის ცენტრმა

„ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდში“ ფუნქციონირება დაიწყო დიალიზის ცენტრმა. თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით აღჭურვილი ცენტრი, ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას მოემსახურება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც დიალიზის გეგმიური პროცედურის ჩატარება ესაჭიროებათ, აღნიშნული პროცედურისთვის სხვადასხვა ქალაქში უწევდათ სიარული. „ფოთის ცენტრალური სავადმყოფოში - ბომონდი", უკვე რამდენიმე თვეა, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სამეანო-ნეონატოლოგიური...

ფოთის კლინიკაში 21 კოვიდპაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება – 129 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 21 მოქალაქე. ფოთის კლინიკაში იმყოფება 21 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს ფოთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე ალუმინის ნიჩბიანი ნავისა და 300 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას. ჩამორთმეული 8 კგ. ლოქოს და 3 კგ. ზღვის ორაგულის სახეობის თევზი და სახლართი ბადე დაილუქა. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30...

ფოთის სასამართლომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში ნავთობპროდუქტი ჩაღვარა. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის...

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება.

ფოთში კლასიკური მუსიკის-ლექცია გაიმართება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება. კონცერტი გაიმართება 14 ივლისს, 12:00 საათზე, ფოთის ცენტრალურ პარკში. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი,...