13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

13 სექტემბრიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება

ორშაბათიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ 800 ათას ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, იქნება სხვადასხვა...

ფოთში მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა

ფოთში, „ცენტრალური საავადმყოფო- ბომონდში“ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში ვაქცინაციის პროცესში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება („ფაიზერი“ , „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“). მასობრივი ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ევროპის ვიცე-ჩემპიონი,...

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება.

ფოთის მერი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

5 მაისს ფოთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ფოთის მერი გოჩა კურდღელია. მან თანაქალაქელებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.